Aa
Aa

ქართველმა ჰალკმა ამერიკელი მეტოქე გაანადგურა და ნახევარფინალში რუსს შეხვდება

ქართველმა მკლავჭიდელმა ლევან საგინაშვილმა ძალიან მნიშვნელოვანი ტურნირის მეოთხედფინალში აშშ-ს წარმომადგენელი ტიმ ბრესანი 6:0 დაამარცხა. ნახევარფინალში ქართველი სპორტსმენი რუს ვიტალი ლალეტინს დაუპირისპირდება.

აღნიშნულ ტურნირში მსოფლიოს საუკეთესო 8 მკლავჭიდელი მონაწილეობს. ტურნირის პირველი ეტაპი მალაიზიაში გაიმართა.  ჩემპიონი 50 000 აშშ დოლარს მიიღებს, ბოლოადგილოსანი კი 5 000 აშშ დოლარს.

აღნიშნული ტურნირის გამო ლევან საგინაშვილმა ევროპისა და მსოფლიოს ჩემპიონატზე ასპარეზობაზე უარი თქვა, თუმცა მსოფლიოს 8 საუკეთესო მკლავჭიდელს შორისაა და ტურნირი დამაჯერებელი გამარჯვებით დაიწყო.

შეგახსენებთ, 2018 წელს საქართველოს სპორტის სამინისტროს ვერსიით არაოლიმპიურ სახეობებში წლის საუკეთესო სპორტსმენი ლევან საგინაშვილი გახდა.

ცხელი ამბები