Aa
Aa

გუტი: "რონალდუ თუ მესი"?

თანამედროვე ფეხბურთში რონალდუ და მესი სხვებზე ერთი თავით მაღლა დგანან. ქომაგები ხშირად კამათობენ იმის შესახებ თუ რომელი მათგანია საუკეთესო. რაღაც ნაწილი მხარს არგენტინელს უჭერს, თუმცა პორტუგალიელსაც საკმაოდ ბევრი მომხრე ჰყავს.

ამ თემასთან დაკავშირებით საკუთარი პოზიცია ბევრ ცნობილ ადამიანს აქვს დაფიქსირებული. MARCA-მ კი საუკეთესოს დასახელება „რეალის“ ყოფილ ფეხბურთელს და „ბეშიქთაშის“ მთავარი მწვრთნელის ასისტენტს, გუტის, სთხოვა.

ესპანური გამოცემის კითხვაზე რონალდუსა და მესის შორის რომელს გამოარჩევდა გუტიმ განაცხადა: „ორივე მათგანს! მართალია ცოტა ხნის წინ სოციალურ ქსელებში აღვნიშნე, რომ ჩემი ფავორიტი მესი გახლავთ, მაგრამ კრიშტიანუსაც დიდ პატივს ვცემ. რონალდუ შესანიშნავი ფეხბურთელია".

„მესი უფრო ნიჭიერია, ამაზე ორი აზრი არაა. კრიშტიანუ კი გოლის გატანაზეა ორიენტირებული, უფრო ამბიციურია და ყველაფერს თავისი შრომით მიაღწია“.

„დაუჯერებელია, რომ რონალდუმ ლიონელ მესის ეპოქაში ოქროს ბურთის დასაკუთრება ხუთჯერ მოახერხა. პორტუგალიელი ნებისმიერი გუნდისთვის უმნიშვნელოვანესი ფეხბურთელია, რაც „მადრიდის რეალის“ მაგალითზე იდეალურად გამოჩნდა“.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები