მესი: ჩვენ ერთმანეთის კონკურენტები ვართ, თუმცა....
Aa
Aa

მესი: ჩვენ ერთმანეთის კონკურენტები ვართ, თუმცა....

კატალონიის „ბარსელონასა“ და არგენტინის ეროვნული ნაკრების თავდამსხმელმა, ლიონელ მესიმ მისი მთავარი კონკურენტის, კრიშტიანუ რონალდუს შესახებ ისაუბრა და აღნიშნა, რომ პორტუგალიელს მხოლოდ და მხოლოდ პატივს სცემს.

„ჩვენ პროფესიონალები ვართ და საკუთარი გუნდების ღირსებას ვიცავთ. ჩვენ ერთმანეთის კონკურენტები ვართ, რადგან მე „ბარსელონაში“ ვთამაშობ, ის კი მადრიდის „რეალში“. მიუხედავად ამისა, მის მიმართ უდიდესი პატივისცემა გამაჩნია“ – განაცხადა მესიმ.

როგორც მოგეხსენებათ, ლიონელ მესისა და კრიშტიანუ რონალდუს შორის მძაფრი კონკურენციაა, რაც ფეხბურთის გულშემატკივართა შორის სხვადასხვა მცდარ მოსაზრებებსაც აჩენს. ვრცელდება უამრავი ინფორმაცია, რომლის თანახმადაც ამ ორი ფეხბურთელს შორის დაძაბული ურთიერთობაა, თუმცა ლიონელ მესის განცხადებამ ამ ყველაფერს წერტილი დაუსვა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები