Aa
Aa

"ტოტენჰემმა" ახალ სტადიონზე პირველი მატჩი ჩაატარა

ლონდონის „ტოტენჰემმა“ საკუთარ მოედანზე 680 დღიანი პაუზის შემდეგ ითამაშა და განახლებულ ულტრათანამედროვე არენაზე „კრისტალ პალასს“ უმასპინძლა. მაურისიო პოჩეტინოს გუნდმა ლონდონური დერბი, სონისა და ერიქსენის გოლებით, 2:0 მოიგო და პრემიერ ლიგის მე-4 ადგილი დაიბრუნა.

„დეზების“ ახალი სტადიონის მშენებლობა დაახლოებით 2 წლის განმავლობაში მიმდინარეობდა და სამუშაოები ჯამურად მილიარდ ევროზე მეტი დაჯდა. არენის ტევადობა 62 062 კაცია.

„ტოტენჰემი“ 1899 წლიდან „უაიტ ჰარტ ლეინზე“ თამაშობდა, სადაც გუნდმა 2533 შეხვედრა გამართა, ამიერიდან კი უკვე „ტოტენჰემ ჰოტსპურ სთედიუმზე“ იასპარეზებს.

ლონდონელთა უახლოესი მატჩი 9 აპრილსაა, როცა ისინი ჩემპიონთა ლიგის პირველ 1/4 ფინალურ შეხვედრაში „სიტის“ უმასპინძლებენ, ამის შემდეგ კი 4 დღეში „ჰადერსფილდს“ დაუხვდებიან.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები