ბალოტელი კინის:
Aa
Aa

ბალოტელი კინის: "ბონუჩის გადაეცი გაუმართლა, რომ მანდ არ ვიყავი!"

იტალიის სერია A-ს 30-ზე ტურში ტურინის „იუვენტუსი“ „კალიარის“ ესტუმრა და 2:0 დაამარცხა. გოლები ლეონარდო ბონუჩიმ და მოიზე კინმა გაიტანეს.

შეხვედრა სკანდალური გამოდგა და მათი მთავარი მოქმედი პირები „კალიარის“ რასისტი ფანების გარდა გოლების ავტორებიც გახდნენ.

ტრიბუნებიდან რასისტული შეძახილები შეხვედრის განმავლობაში ხშირად ისმოდა.

საბოლოოდ ყველაფერი 85-ე წუთზე გამწვავდა. კინმა ბენტანკურის გადაცემის შემდეგ გოლი გაიტანა და ტრიბუნებთან გამომწვევი ჟესტით აღნიშნა.

ყველასდა მოულოდნელად ლეონარდო ბონუჩიმ მოიზე კინის მხარე არ დაიჭირა და ეპიზოდში დამნაშავედ ორივე მხარე გამოაცხადა, რამაც "იუვეს" ქომაგები გააღიზიანა.

„კინმა იცის, როდესაც ის გოლს გაიტანს, იგი საკუთარ თანაგუნდელებთან ერთად უნდა აღნიშნოს და არა ასე გამომწვევად. ის სხვანაირად უნდა მოქცეულიყო.

გოლის შემდეგ რასისტული შეძახილები იყო, ეს მატუიდიმ გაიგონა და გაბრაზდა. ჩემი აზრით ამ სიტუაციაში დამნაშავე ორივე მხარე იყო 50-50-ზე. კინს გოლი მსგავსად არ უნდა აღენიშნა და ქომაგებიც ასე არ უნდა მოქცეულიყვნენ.

ჩვენ პროფესიონალები ვართ, სამაგალითონი უნდა ვიყოთ და პროვოკაციებს არ უნდა ვაწყობდეთ“.

ბონუჩის საქციელით აღშფოთებული დარჩა მარიო ბალოტელი, რომელიც მას პირდაპირ დაემუქრა და შემდეგი განაცხადა:

"ბრავო! ბონუჩის გადაეცი გაუმართლა, რომ მანდ არ ვიყავი! იმის მაგივრად, რომ დაეცავი მან ეს გააკეთა! ნამდვილად შოკში ვარ. მიყვარხარ ძმაო!"

ბალოტელის მსგავსად ხსენებულ ინციდენტს იაია ტურეც გამოეხმაურა და ბონუჩი მანაც გააკრიტიკა.

"ეს ჩემთვის ნამდვილი პაზორია. შენ თანაგუნდელის მისამართით ასეთი რამის თქმა არ შეგიძლია. ასე არ შეიძლება. ეს ყველაზე უარესი რამ გახლავთ, რაც შეიძლება ფეხბურთში შეგემთხვას.

შენი თანაგუნდელი თავს გესხმის და ასეთ რაღაცებს გეუბნება. წარმოდგენაც კი არ მინდა, თუ რა მდგომარეობაში იყო იმ მომენტში კინი".

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები