პიკფორდი „ნიუკასლის“ ქომაგებს ფიზიკურად გაუსწორდა
Aa
Aa

პიკფორდი „ნიუკასლის“ ქომაგებს ფიზიკურად გაუსწორდა

ინგლისის ნაკრებისა და „ევერტონის“ გოლკიპერი, ჯორდან პიკფორდი, სერიოზულ სკანდალში გაეხვა. ბრიტანულმა გამოცემებმა ვიდეო გაავრცელეს, სადაც სანდერლენდში მდებარე ერთ-ერთი ბარის წინ მომხდარი ინციდენტია ასახული.

კადრებში 25 წლის მეკარე ჩანს, რომელიც „ნიუკასლის“ გულშემატკივრებს ფიზიკურად უსწორდება.

 

როგორც ირკვევა სიტუაცია მას შემდეგ გამწვავდა, რაც „კაჭკაჭების“ ქომაგებმა პიკფორდის საცოლე, მეგან დევისონი, უდიერად მოიხსენიეს „სამი ლომის“ კარის დარაჯი ამან ძალიან გააბრაზა და იქვე მყოფ ადამიანებს ფიზიკურად დაუპირისპირდა. 

სამართალდამცველები ადგილზე რამდენიმე წუთში გამოცხადდნენ, თუმცა პიკფორდი არ დახვდათ. პოლიციამ ინციდენტთან დაკავშირებით გამოძიება დაიწყო, მაგრამ ჯერჯერობით არავინ დაუკავებია.

The Sun-თან საუბრისას ერთ-ერთმა თვითმხილველმა განაცხადა: „პიკფორდი იმ პიროვნებისკენ გაემართა, რომელმაც მეგანს შეურაცხყოფა მიაყენა, თუმცა მისთვის არაფერი დაუშავებია. კადრებში ყველაფერი სხვანაირად ჩანს, რეალურად ჩხუბი სულ რაღაც 6-7 წამის განმავლობაში გაგრძელდა“.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები