ჰიდინკმა „ჩელსის“ საამსეზონო მიზნებზე ისაუბრა
Aa
Aa

ჰიდინკმა „ჩელსის“ საამსეზონო მიზნებზე ისაუბრა

გუშინდელი გამარჯვების შემდეგ, „ჩელსის“ მთავარმა მწვრთნელმა, გუს ჰიდინკმა შეხვედრა შეაფასა და ბევრ საინტერესო თემაზეც ისაუბრა

„ერთადერთი, რაც ჩემი გუნდის თამაშში არ მომწონს, ეს საგოლე მომენტების გამოუყენებლობაა. მეტოქის კარის აღების რამდენიმე შესაძლებობა გვქონდა, რომლებიც ვერ გამოვიყენეთ, თუმცა საბოლოო შედეგით კმაყოფილი ვარ. რაც შეეხება აზარს, ედენმა რთული პერიოდი გამოიარა. ბევრი ტრავმა ჰქონდა და მიხარია, რომ სრულფასოვან თამაშს დაუბრუნდა. დღეს გარკვეულ დისკომფორტს გრძნობდა, მაგრამ ეს არ არის სერიოზული პრობლემა. ახლა ახალი მიზნები უნდა დავისახოთ და ვეცადოთ ევროტურნირების ზონაში მოხვედრას. ამისათვის გამარჯვებათა სერია უნდა გავაგრძელოთ“ - განაცხადა ჰიდინგმა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები