Aa
Aa

"ბარსელონა" გეგმავს, რომ "აიაქსი" "იუვენტუსის" მატჩამდე დე ლიხტის ტრანსფერი გამოაცხადოს!

ესპანური გამოცემები AS-ი და Sport-ი წერენ, რომ ამსტერდამის „აიაქსის“ ჰოლანდიელი კაპიტანი მატიის დე ლიხტი მალე „ბარსელონას“ ფეხბურთელი გახდება.

ესპანური პრესის თქმით, ტურინის „იუვენტუსმა“ კატალონიელებთან სატრანსფერო ბრძოლა დათმო და რაფაელ ვარანზე გადაერთო.

მარტში „ბარსას“ ხელმძღვანელობა ამსტერდამში იმყოფებოდა და კლუბის წარმომადგენლებთან შეხვედრა გამართეს, სადაც დე ლიხტის სანაცვლოდ ჰოლანდიელებს პირველი ოფიციალური შეთავაზება გაუკეთეს, რაზეც როგორც ჩანს თანხმობაც მიიღეს.

მართალია „აიაქსი“ თავის კაპიტანს 100 მილიონად აფასებს, თუმცა ყველამ კარგად იცის, რომ დე ლიხტი დე იონგის მსგავსად 60-65 მილიონად გაიყიდება, რასაც პლუს ბონუსები დაემატება.

Sport-ი წერს, რომ „ბარსელონას“ მიღწეული შეთანხმების გასაჯაროება უკვე სურს და ამის გაკეთებას „აიაქსი“ „იუვენტუსის“ მატჩამდე გეგმავენ, თუმცა ეს რთულად შესასრულებელი იქნება.

ამრიგად, უახლოეს დღეებში კატალონიელთა მხრიდან მორიგი ხმაურიანი ტრანსფერის დადასტურებას ველით.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები