რომის პაპი:
Aa
Aa

რომის პაპი: "მესისთვის ღმერთის წოდება მკრეხელობა არ არის"

Salvados de La Sexta-ას ჟურნალისტი ხორდი ევოლე რომის პაპს ფრანცისკეს გაესაუბრა.

ინტერვიუს დროს მან პაპს კითხვა ლეო მესის შესახებაც დაუსვა. როგორც მოგეხსენებათ, ევროპულმა პრესამ წლების განმავლობაში არგენტინელ გენიოსს ზედმეტსახელად D10S შეარქვა.

ეს ინიციალები საკმაოდ გავრცელებულია და მას ინტერნეტსივრცეში ხშირად წააწყდებით. როგორც ვიცით ესპანურად „დიოს“ ღმერთს ნიშნავს.

ჟურნალისტმა პაპს ჰკითხა, არის თუ არა მესისთვის ღმერთის წოდება მკრეხელობა:

ჟურნალისტი: თქვენო უწმინდებულესობავ, ლეო მესის ზედმეტსახელად ხშირად უწოდებენ ღმერთს. როგორ ფიქრობთ, ეს მკრეხელობაა?

პაპი: თეორიულად ეს ასეა და ამის თქმა არ შეიძლება, მაგრამ მე ამის არ მჯერა. შენ გჯერა?

ჟურნალისტი: კი.

პაპი: მე არა.

ინტერვიუს ბოლოს რომის პაპმა მესის შესახებ კიდევ ერთხელ ისაუბრა და განაცხადა: „მესი არის ღმერთი საფეხბურთო მოედანზე. სასიამოვნო სანახავია თუ როგორ თამაშობს ის“.

შეგახსენებთ, რომ პაპი ფრანცისკე არგენტინელია და მესის მსგავსად, ისიც ქალაქ როსარიოში არის დაბადებული.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები