Aa
Aa

"გასულ თვეში რამდენჯერ გქონდათ სექსი? - "რეალთან მატჩებიც ითვლება?" პიკეს ინტერვიუ

"ბარსელონას" ცენტრალურმა მცველმა ხერარდ პიკემ La Resistencia-სთან ინტერვიუ ჩაწერა, რომელიც საკმაოდ მხიარული გამოვიდა.

პიკემ რამდენიმე თემაზე დამცინავი და ირონიული პასუხი გასცა, რომლებიც ინტერნეტსივრცეში ვირუსული გახდა.

გთავაზობთ ინტერვიუდან ყველაზე სახალისო პასუხებს:

პიკემ საუბარი ზლატან იბრაჰიმოვიჩის შესახებ დაიწყო:

"ზლატანს ფული ყველაფერზე მეტად უყვარს. ის მუდამ ცდილობს, რომ მეტი იშოვოს. ერთხელ იბრამ გვითხრა, რომ ფული ყველაზე მნიშვნელოვანი რამ არ იყო. ამ პასუხის მოსმენის შემდეგ ჩვენ შოკში ვიყავით, თუმცა ხმა არ გაგვიცია, რის შემდეგაც მან დაამატა, რომ ყველაზე მნიშვნელოვანი დიდი ფულის შოვნა იყო".

ჟურნალისტი: თქვენ ბევრი ფული გაქვთ?

პიკე: "ესპანიოლზე" მეტი ფული მაქვს.

ჟურნალისტი: "ესპანიოლის" ბიუჯეტი 57 მილიონ ევროს შეადგენს.

პიკე: არა, როგორც ჩანს მათ მეტი ჰქონიათ.

ჟურნალისტი: გასულ თვეში რამდენჯერ გქონდათ სექსი?

პიკე: "სანტიაგო ბერნაბეუზე" ჩატარებული "ელ კლასიკოებიც" ითვლება?

ჟურნალისტი: რას გვეტყვით თქვენი ცნობილი WhatsApp-ის ჩატის შესახებ?

პიკე: ჩემს მიერ შექმნილ ჯგუფში (ჩატში) მხოლოდ "ბარსას" მოთამაშეები არიან. იქ ხანდახან ვერთობით ხოლმე და ხალხს შემთხვევითი შერჩევის პრინციპით ვამატებთ. ასევე მადრიდელ ჟურნალსტებსაც ვამატებთ ხოლმე, მაგალითად ტომას რონსეროს ("რეალის" ცნობილი ქომაგი ჟურნალისტი), შემდეგ მას ღორის სმაილებს ვუგზავნით და ჯგუფიდან ვაგდებთ.

ჟურნალისტი: ამ ჯგუფში ნეიმარიც არის?

პიკე: არა, ნეიმარი ჯგუფში აღარ არის.

ჟურნალისტი: მან თავად დატოვა ჯგუფი?

პიკე: "Se Queda."

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები