Aa
Aa

გიორგი არაბიძე - გამარჯვების მთავარი შემოქმედი

საქართველოს ფეხბურთელთა ახალგაზრდულმა ნაკრებმა გორში, ''თენგიზ ბურჯანაძეზე'' ისრაელის ახალგაზრდული ნაკრები 2:1 დაამარცხა. ამხანაგურ მატჩში პორტუგალიური ''ნასიონალის'' ქართველმა ფეხბურთელმა გიორგი არაბიძემ თავი კარგად წარმოაჩინა, მან საგოლე პასი შეასრულა და პენალტი პანენკას სტილში შეაგდო.

პირველი ტაიმი არადის გოლით ისრაელმა მოიგო, შესვენების შემდეგ კი არაბიძის საგოლე გადაცემით სლოვაკური ''ჟილინას'' მცველმა ლუკა ლოჩოშვილმა წონასწორობა აღადგინა, ირაკლი ბუღრიძის წაქცევისთვის დანიშნული პენალტი კი არაბიძემ ბრწყინვალედ შეასრულა.

ლოჩოშვილის გოლიდან სამ წუთში არბიტრმა ისრაელის ნაკრების მოთამაშე მინდვრიდან გააძევა და სტუმრებმა დარჩენილი დრო რიცხვობრივ უმცირესობაში გაატარეს.

ისრაელთან მატჩამდე საქართველოს ნაკრებმა ამხანაგურ შეხვედრაში სლოვენია 3:0 დაამარცხა. არაბიძემ სლოვენიას 2 გოლი შეუგდო. ასე რომ ბოლო ორ სანაკრებო მატჩში არაბიძის ანგარიშზე 3 გოლია.

ისრაელის ნაკრებთან საქართველოს 21 წლამდე ნაკრების სასტარტო შემადგენლობა ასეთი იყო: ლუკა გუგეშაშვილი, ილია ბერიაშვილი, ლუკა ლოჩოშვილი, დავით კობოური, ნიკა მალი, გიორგი ქოჩორაშვილი, ნიკა ნინუა, ლუკა ლაკვეხელიანი, რატი არდაზიშვილი, ბექა ქავთარაძე, გიორგი არაბიძე (კაპიტანი) 

ფოტო: gff.ge

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები