რომარიო:
Aa
Aa

რომარიო: "რონალდუ ყველა დროის საუკეთესო ფეხბურთელთა ხუთეულში შედის“

თანამედროვე ფეხბურთში რონალდუ და მესი სხვებზე ერთი თავით მაღლა დგანან. ქომაგები ხშირად კამათობენ იმის შესახებ თუ რომელი მათგანია საუკეთესო. რაღაც ნაწილი მხარს არგენტინელს უჭერს, თუმცა პორტუგალიელსაც საკმაოდ ბევრი მომხრე ჰყავს.

ამ საკითხთან დაკავშირებით საკუთარი პოზიცია ბევრ ცნობილ ადამიანს აქვს დაფიქსირებული და მათ რიგებს რომარიოც შეუერთდა. ბრაზილიელმა შემტევმა Fox Sport Brasil-თან ისაუბრა და განაცხადა: "მესის მიმართ დიდი სიმპათიები მაქვს. იგი შესანიშნავი მოთამაშეა, მაგრამ აუცილებელია აღვნიშნოთ, რომ რონალდუ ყველა დროის საუკეთესო ფეხბურთელთა ხუთეულში შედის“.

„რომელიმე მათგანთან თამაშის შანსი რომ მქონდეს მესის ავირჩევდი“.

„ლეო უფრო ტექნიკურია, ვიდრე კრიშტიანუ და ამიტომ მირჩევნია მის მხარდამხარ ვიასპარეზო".

„რაც შეეხება რონალდუს, კრიშტიანუ მიზანდასახული პიროვნებაა და ნიჭი ნამდვილად აქვს. იგი ძალიან ბევრს მუშაობს, რომ საუკეთესო იყოს. ჩემი აზრით მის მიერ მიღწეული პროგრესი სწორედ ამის შედეგია“.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები