ახალგაზრდების მორიგი მარცხი
Aa
Aa

ახალგაზრდების მორიგი მარცხი

თბილისის ოლიმპიურ სასახლეში საქართველოს ფუტსალის 19-წლამდე ნაკრებმა ევრო 2019-ის მეინ-რაუნდის მეორე შეხვედრა გამართა. ავთანდილ ასათიანის გუნდი ამჯერად თურქეთს დაუპირისპირდა და დაძაბულ ბრძოლაში 2:3 დამარცხდა. მატჩი გარდამავალი უპირატესობით წარიმართა, ჩვენი გუნდი ორბურთიანი სხვაობით მარცხდებოდა, თუმცა ქართველმა ფეხბურთელებმა ანგარიშის გათანაბრება პირველ ტაიმში მოახერხეს. საბოლოოდ, მატჩის ბედი 34-ე წუთზე გადაწყდა, დვალიშვილის კარი აჯარმა აიღო და საკუთარ გუნდს პირველი სამი ქულა მოუტანა.

ევრო 2019-ის მეინ-რაუნდის მეხუთე ჯგუფის მეორე შეხვედრაში ერთმანეთს ესპანეთი და უნგრეთი დაუპირისპირდნენ. მატჩი ესპანელთა გამარჯვებით, 3:0 დასრულდა. ორი ტურის შემდეგ მოპოვებული 6 ქულით, ჯგუფს სწორედ ესპანეთის 19-წლამდე ნაკრები ლიდერობს. შეგახსენებთ, რომ კონტინენტის პირველობაზე თამაშის უფლებას ჯგუფიდან ერთი საუკეთესო ნაკრები მიიღებს.

მეინ-რაუნდის მესამე ტურის შეხვედრას საქართველოს ფუტსალის 19-წლამდე ნაკრები 27 მარტს 19:00 საათზე, თბილსის ოლიმპიურ სასახლეში გამართავს. ავთანდილ ასათიანის გუნდის მეტოქე ესპანეთის ნაკრები იქნება. ჯგუფის მეორე შეხვედრაში კი, თურქეთი უნგრეთს შეხვედება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები