Aa
Aa

მოურინიომ ჩემპიონთა ლიგის ფავორიტები დაასახელა

ჟოზე მოურინიო ამჟამად უსაქმოდაა, თუმცა მისი პერსონა აქტუალურობას არ კარგავს და პორტუგალიელი სპეციალისტი ჟურნალისტებს ხშირად ესაუბრება. მედიის წარმომადგენლებმა ამჯერად მას ჩემპიონთა ლიგის მიმდინარე სეზონის ფავორიტის დასახელება სთხოვეს.

„განსაკუთრებულის“ თქმით, იგი „იუვენტუსისა“ და „ბარსელონას“ ფინალს ელოდება და ტურნირის მთავარ ფავორიტებადაც სწორედ ამ გუნდებს მიიჩნევს.

„ყველა კრიშტიანუ რონალდუსა და მესის შესახებ საუბრობს, თუმცა მე მირჩევნია, „იუვენტუსსა“ და „ბარსელონაზე“ ვილაპარაკო. ვიცი, რომ უმრავლესობა ინდივიდუალისტებზეა ფოკუსირებული, მაგრამ როგორც მწვრთნელი, ფეხბურთს კოლექტიურ სპორტად განვიხილავ.

„ბარსელონა“ და „იუვენტუსი“ ტურნირის მოგების მთავარი ფავორიტები არიან, თუმცა არც ინგლისური კლუბები უნდა დავივიწყოთ, ასევე „აიაქსი“ და „პორტუც“.

ჩემს მიერ მთავარ ფავორიტად დასახელებულ გუნდებს - „ბარსასა“ და „იუვეს“ დიდი გამოცდილება აქვთ, ნიჭიერი და განსაკუთრებული ფეხბურთელები ჰყავთ. გუნდი კი სწორედ მაშინაა უკეთესი, როცა იქ განსაკუთრებული მოთამაშეები არიან“.

ჟოზე მოურინიომ ჩემპიონთა ლიგა 2-ჯერ მოიგო, მან 2003-2004 წლების სეზონში „პორტუ“ გააჩემპიონა, 2009-2010 წლებში კი - „ინტერი“. „ნერაძურისთან“ ერთად იმ წელს ჟოზემ საერთოდ „ტრებლის“ დასაკუთრება შეძლო.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები