Aa
Aa

რონალდუ: "ვიცი ჩემი სხეული, ამიტომაც მჯერა, რომ"...

პორტუგალიისა და სერბეთის ნაკრებებს შორის გუშინ გამართულ მატჩში კრიშტიანუ რონალდუმ კუნთი დაიზიანა, რამაც ტურინის „იუვენტუსის“ გულშემატკივრები შეაცბუნა, თუმცა ისინი თავად რონალდუმ დაამშვიდა.

„ვფიქრობ, დიდად საშიში არაფერია. ვიცი ჩემი სხეული, ამიტომაც მჯერა, რომ ტრავმის მოსაშუშებლად ორ კვირაზე მეტი არ დამჭირდება. წესით, ამ პერიოდის შემდეგ მშვენივრად ვიქნები“. - განაცხადა სერბეთთან მატჩის შემდეგ კრიშტიანუმ.

პორტუგალიელთა კაპიტანმა გუშინდელი მატჩი ძირითად შემადგენლობაში დაიწყო, თუმცა 30-ე წუთზე ადგილის დათმობა პიცისთვის მოუწია. უშუალოდ შეხვედრა კი ფრედ 1:1 დასრულდა. შედეგად პორტუგალიის ნაკრებმა „ევრო 2020“-ის შესარჩევი ციკლი საკმაოდ ცუდად დაიწყო და უკრაინასთან და სერბეთთან საკუთარ მოედანზე გამართულ მატჩებში ჯამში 2 ქულა აიღო.

ახლა მთავარი ისაა, შეძლებს თუ არა რონალდუ ჩემპიონთა ლიგის 1/4 ფინალური ეტაპისთვის მომჯობინებას, რომლის პირველი შეხვედრაც „იუვენტუსს“ 10 აპრილს აქვს.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები