საქართველოს ნაკრები დუბლინშია
Aa
Aa

საქართველოს ნაკრები დუბლინშია

საქართველოს ფეხბურთელთა ეროვნული ნაკრები დუბლინში ჩაფრინდა. ინფორმაციას საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის პრესსამსახური ავრცელებს.

ვლადიმირ ვაისის გუნდი შვეიცარიასთან მარცხის შემდეგ 26 მარტს დუბლინში, ''ავივაზე'' მიკ მაკარტის ირლანდიას დაუპირისპირდება.

საქართველოს ეროვნულ ნაკრებს ირლანდიასთან შეხვედრაში ჯანო ანანიძე და ჯიმი ტაბიძე ვერ დაეხმარებიან. რუსეთის პრემიერლიგაში მოთამაშე ფეხბურთელები ეროვნულ გუნდს ირლანდიაში არ გაყვნენ.

CrystalSport-ის ინფორმაციით გიორგი მერებაშვილმა მცირე ტრავმა მოიშუშა და დიდი ალბათობით ირლანდიასთან თამაშს შეძლებს.

პოლონური პლოცკის ''ვისლას'' ფეხბურთელმა, გიორგი მერებაშვილმა ტრავმის გამო შვეიცარიასთან შეხვედრა გამოტოვა.

ფოტო: gff.ge

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები