ირლანდიასთან მატჩის წინ - გამოჯანმრთელებული და დაშავებული მოთამაშეები
საქართველოს ეროვნულ ნაკრებს ირლანდიასთან შეხვედრაში ჯანო ანანიძე და ჯიმი ტაბიძე ვერ დაეხმარებიან. რუსეთის პრემიერლიგაში მოთამაშე ფეხბურთელები ეროვნულ გუნდს ირლანდიაში არ გაყვნენ.
CrystalSport-ის ინფორმაციით გიორგი მერებაშვილმა მცირე ტრავმა მოიშუშა და დიდი ალბათობით ირლანდიასთან თამაშს შეძლებს.
პოლონური პლოცკის ''ვისლას'' ფეხბურთელმა, გიორგი მერებაშვილმა ტრავმის გამო შვეიცარიასთან შეხვედრა გამოტოვა.
მერებაშვილის მსგავსად გუნდს ირლანდიაში გაჰყვა თორნიკე ოქრიაშვილიც.
ვლადიმირ ვაისმა ირლანდიის ნაკრების შესახებ პირველი კომენტარი შვეიცარიასთან დამარცხების შემდეგ გააკეთა და აღნიშნა, რომ შემადგენლობაში ცვლილებები იქნება.
"რა თქმა უნდა, ირლანდია საკუთარ მოედანზე ძლიერი გუნდია, მაგრამ ჩვენ შევეცდებით, რომ უიღბლო სერია შევწყვიტოთ და გავიმარჯვოთ.
ირლანდიის ეროვნული ნაკრების წინააღმდეგ ცვლილებები, რა თქმა უნდა, იქნება, მათ შორის იძულებითი ხასიათის. ჯიმი ტაბიძეს ტვინის შერყევა აქვს და ის ჩვენთან ერთად დუბლინში წამოსვლას ვერ შეძლებს. ცვლილებები შესაძლოა ტაქტიკურ სქემაშიც მოხდეს, შემიძლია ახლავე ვთქვა, რომ მინიმუმ 2-3 ცვლილებას განვახორციელებთ".
შეგახსენებთ, პირველ ტურში საქართველო ''დინამო არენაზე'' შვეიცარიასთან 0:2 დამარცხდა, ხოლო ირლანდიამ სტუმრად 1:0 სძლია გიბრალტარის ეროვნულ გუნდს.
⚽️ ძდ: ???????? საქართველო 0⃣-2⃣ შვეიცარია ????????
— Georgia (@GeorgianFF) March 23, 2019
⚽️ FT: ???????? #GFF 0⃣-2⃣ @SFV_ASF ????????
???? მატჩის მიმოხილვა: https://t.co/9ufzG1ViUn ???????? #GEOSUI #EURO2020Qualifiers pic.twitter.com/xdEbHt2jt3
ეროვნული ნაკრების სრული შემადგენლობა ასე გამოიყურება:
მეკარეები: გიორგი ლორია (მაგდებურგი, გერმანია), გიორგი მაკარიძე (ვიტორია, სეტუბალი, პორტუგალია), როინ კვასხვაძე (ტორპედო, ქუთაისი).
მცველები: ოთარ კაკაბაძე (ლუცერნი, შვეიცარია), გურამ კაშია (სან ხოსე ერთკვეიკსი, აშშ), სოლომონ კვერკველია (ლოკომოტივი, მოსკოვი, რუსეთი), დავით ხოჭოლავა (შახტარი, დონეცკი, უკრაინა), გიორგი ნავალოვსკი (დინამო, ბათუმი), ლევან ხარაბაძე (ციურიხი, შვეიცარია).
ნახევარმცველები: ჯაბა კანკავა (ტობოლი, ყაზახეთი), ოთარ კიტეიშვილი (შტურმი, ავსტრია), ლაშა პარუნაშვილი (ესბიერგი, დანია), ვაკო გვილია (გურნიკი, პოლონეთი), გიორგი მერებაშვილი (ვისლა, პლოცკი, პოლონეთი), საბა ლობჟანიძე (რანდერსი, დანია), ჯაბა ჯიღაური (გრენობლი, საფრანგეთი), ვახტანგ ჭანტურიშვილი (ზლინი, ჩეხეთი), ნიკა კვეკვესკირი (ტობოლი, ყაზახეთი), თორნიკე ოქრიაშვილი.
თავდამსხმელები: გიორგი ქვილითაია (გენტი, ბელგია), ვატო არველაძე (კორონა, პოლონეთი), ნიკა კაჭარავა (ანორთოსისი, კვიპროსი). ვაკო ყაზაიშვილი (სან ხოსე ერთკვეიკსი, აშშ).