იაშვილი პეტკოვიჩის კომენტარზე: ''ჩვენ გვაქვს ჩვენი საკუთარი სტილი''
Aa
Aa

იაშვილი პეტკოვიჩის კომენტარზე: ''ჩვენ გვაქვს ჩვენი საკუთარი სტილი''

შვეიცარიული გამოცემა Neue Zürcher Zeitung-ი საქართველოსა და შვეიცარიის ნაკრებთა დაპირისპირებასთან დაკავშირებით ალექსანდრე იაშვილის კომენტარს აქვეყნებს. საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის ვიცე-პრეზიდენტი აღნიშნავს, რომ საქართველოს ნაკრების საშინაო შეხვედრებზე მატჩებს უამრავი ქომაგი ესწრება.

შვეიცარიის ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ვლადიმირ პეტკოვიჩმა საქართველოს ნაკრებზე საუბრისას განაცხადა: ''ქართველების ფეხბურთი რუსული სტილისაა, ცოტა ბრაზილიური იდეით.''

ალექსანდრე იაშვილი საქართველოს ეროვნული ნაკრების რუსულ სტილთან მსგავსებას ვერ ხედავს: ''ჩვენ გვაქვს ჩვენი საკუთარი სტილი.''

რაც შეეხება ბრაზილიურ იდეას, ამასთან დაკავშირებით ალექსანდრე იაშვილი ამბობს: ''ეს შეფასება ოდნავ გადამეტებულია, თუმცა ჩვენ შეგვიძლია ბურთით კარგად თამაში.''

''ფრაიბურგისა'' და ''კარლსრუეს'' ყოფილი თავდამსხმელი ასევე აღნიშნავს: ''კარგი თამაშის შემთხვევაში ანდორასთან მატჩშიც კი  საქართველოს ეროვნული ნაკრების შეხვედრას 32 000 ქომაგი ესწრება. ერთა ლიგაზე ყაზახეთთან შეხვედრაში სტადიონზე 52 000-ზე მეტი გულშემატკივარი იმყოფებოდა.''

საქართველო - შვეიცარიის მატჩი 23 მარტს 18:00 საათზე თბილისის "დინამო არენაზე" გაიმართება. 

ფოტო: gff.ge

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები