ლიზი კილაძემ ბრინჯაოს მედალი მოიპოვა
Aa
Aa

ლიზი კილაძემ ბრინჯაოს მედალი მოიპოვა

ლიზი კილაძე ახალგაზრდებში ევროპის ჩემპიონატის ბრინჯაოს პრიზიორი გახდა.

კილაძემ ხორვატიაში, ტყვიის მსროლელთა ევროპის ჩემპიონატზე ფინალში გამოსვლა 214.3 ქულით დაასრულა და მესამე ადგილის მფლობელი გახდა.

ევროპის ჩემპიონატზე კიდევ ორი ჩვენი სპორტსმენი გამოვიდა: ნინო ხუციბერიძე 551 ქულით 42-ე ადგილზე დარჩა, მარიამ ქობულაშვილი კი 547-ით 48-ზე გავიდა.

გუნდურ ჩათვლაში ჩვენმა ნაკრებმა 1662 ქულა დააგროვა და მე-9 ადგილზეა.

ცხელი ამბები