სანჩესი:
Aa
Aa

სანჩესი: "მინდა „მანჩესტერის“ გულშემატკივრები გავახარო"

„მანჩესტერ იუნაიტედის“ შემტევი ალექსის სანჩესი საკუთარ შესაძლებლობებში დარწმუნებულია და „ოლდ ტრაფორდზე“ დარჩენა სურს.

ჩილელი ფეხბურთელი, რომელიც „ოცნებათა თეატრზე“ „არსენალიდან“ გადაბარგდა, კიდევ ერთი თვე იუქმებს. სანჩესმა „წითელი ეშმაკების“ რიგებში თავი ვერა და ვერ დაიმკვიდრა და 41 შეხვედრაში მხოლოდ 5 გოლის გატანა შეძლო.

გუნდში ოლე გუნარ სულშერის მოსვლის შემდეგ „მანჩესტერი“ ჩვეულ ფორმას დაუბრუნდა და ამის გამო ალექსისს უნდა საკუთარი მომავალი „იუნაიტედს“ დაუკავშიროს.

„მსურს ფეხბურთისადმი სიყვარული, რომელიც ჩემშია, ყველას ვაჩვენო. ვიცი რა შემიძლია და საკუთარი შესაძლებლობების მჯერა“.

„მინდა „მანჩესტერის“ გულშემატკივრები გავახარო. გოლები გავიტანო და გუნდთან ერთად ტიტულები დავისაკუთრო. შარშან ასოციაციის თასის ფინალში „ჩელსისთან“ მარცხი ძალიან განვიცადე, რადგან მსურდა ჩვენი შესანიშნავი ქომაგებისთვის ბედნიერება მიმენიჭებინა“.

„როდესაც ახალგაზრდა ვიყავი „იუნაიტედი“ ძალიან მომწონდა. ბავშვობაში სწორედ „მანჩესტერს“ ვქომაგობდი. ამიტომ მინდა გუნდთან ერთად დიდ წარმატებას მივაღწიო“.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები