Aa
Aa

ბითაძეს მორიგი MVP-ის ტიტული

გოგა ბითაძე ადრიატიკის ლიგის რეგულარული ჩემპიონატის ბოლო ტურის მატჩში შედეგიანობით გამოირჩა. ქართველის ცენტრის “ბუდუჩნოსტმა” პოდგორიცეში ხოვრატიულ “ცობონას” უმასპინძლა და მეტოქე ანგარიშით 91:82 დაამარცხაა. ქართველი ცენტრი მატჩის ყველაზე შედეგიანი მოთამაშე გახდა და MVP-ის ტიტულიც დაიმსახურა.

ბითაძე მატჩში სათადარიგოთა სკამიდან ჩაერთო და 26:56 წუთში 9-დან 7 ორქულიანი, ერთი სამქულიანი და 8-დან 7 საჯარიმო ჩააგდო. გოგამ 24 ქულა, 4 მოხსნა, 1 პასი და 1 დაფარებაც მოაგროვა.

 “ბუდუჩნოსტმა” რეგულარული ჩემპიონატი 16 მოგებითა და 6 მარცხით დაასრულა და სატურნირო ცხრილში მე-3 ადგილი დაიკავა. პოდგორიცელები ადრიატიკის ლიგის ნახევარფინალში ზაგრებულ “ცედევიტას” ეთამაშებიან, ფინალის მე-2 საგზურისთვის კი სერბული გრანდები “ცრვენა ზვეზდა” და “პარტიზანი” იბრძოლებენ. პლეი-ოფი ორ მოგებამდეა და ის 23 მარტიდან დაიწყება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები