ხორვატ ფეხბურთელს გოლის დიეგო სიმეონეს სტილში აღნიშვნა ძვირად დაუჯდა
Aa
Aa

ხორვატ ფეხბურთელს გოლის დიეგო სიმეონეს სტილში აღნიშვნა ძვირად დაუჯდა

„ჰაიდუკის“ 19 წლამდელთა გუნდის ფეხბურთელმა, ტინო ბლაზ ლაუსმა, დიეგო სიმეონეს მიბაძა. ახალგაზრდა მოთამაშემ „დრაგოვოლიაცთან“ მატჩში გოლი შეაგდო, რომელიც „ჩოლოს“ სტილში აღნიშნა.

შეხვედრის 56-ე წუთზე ბლაზ ლაუსმა მეტოქე გუნდის კარის აიღო და არგენტინელი სპეციალისტის მოძრაობა გაიმეორა, რომელიც ამ უკანასკნელმა „იუვენტუსთან“ მატჩისას გააკეთა.

სიმეონე ამ ჟესტის გამო ჯერ უეფამ დასაჯა და ფულადი ჯარიმა დააკისრა. შემდეგ კი კრიშტიანუ რონალდუმ და მისი კოლექტივის წინააღმდეგ ჰეთ-თრიქი შეასრულა.

„ჰაიდუკის“ ფეხბურთელთან მიმართებით ყველაფერი სხვანაირად მოხდა. ფელიქს ცვაიერისგან განსხვავებით ივან ვუჩკოვიჩმა ხორვატ მოთამაშეს „გამოხტომა“ არ აპატია. მატჩის არბიტრმა მას წითელი ბარათი უჩვენა და მოედნის დატოვებისკენ მიუთითა.

საბედნიეროდ „ჰაიდუკის“ 19 წლამდელთა გუნდმა მოპოვებული უპირატესობის შენარჩუნება მოახერხა და შეხვედრაში 3-1 იმარჯვა.

ასევე იხილეთ - არის მე-4! - ტოჩინოშინმა რთული მეტოქე იოლად დაამარცხა!

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები