23 წლის ამერიკელმა ველომრბლოლელმა მსოფლიო ჩემპიონმა თავი მოიკლა
Aa
Aa

23 წლის ამერიკელმა ველომრბლოლელმა მსოფლიო ჩემპიონმა თავი მოიკლა

23 წლის ამერიკელი ველომრბოლელი კელი კეტლინი, რომელიც რიოს ოლიმპიადის ვერცხლის მედალოსანი და ორგზის მსოფლიო ჩემპიონი გახლავთ, გარდაცვლილი იპოვეს.

კეტლინი 1995 წლის 3 ნოემბერს მინესოტაში დაიბადა. ის კალიფორნიაში საკუთარ სახლში გარდაიცვალა.

კელის მამამ მარკმა VeloNews-ს აცნობა, რომ მისმა შვილმა პარასკევ საღამოს საკუთარ სახლში თავი მოიკლა:

„წუთი არ გაივლის ისე, რომ მასზე არ ვიფიქრო, მის საოცარ ცხოვრებაზე, რომელიც კელის უნდა ჰქონოდა. ყოველ წამს ამაზე ვფიქრობთ - მისი სიცოცხლის სანაცვლოდ საკუთარს დაუფიქრებლად დავთმობდით“, - ამბობს კელის მამა მარკ კეტლინი.

კელიმ მსოფლიო ჩემპიონის ტიტული პირველად 2016 წელს მოიპოვა, რის შემდეგაც 2017 და 2018 წლებში პირველობა არავის დაუთმო. რიოს ოლიმპიადაზე კი ის ვერცხლის მედალს დასჯერდა.

ამ ეტაპზე გამოძიება გრძელდება და ჯერჯერობით თვითმკვლელობის მიზეზი უცნობია.

ასევე იხილეთ - ფიფამ 2022 წლის მუნდიალის მასპინძლობისთვის ქრთამი აიღო

ცხელი ამბები