ფიფამ 2022 წლის მუნდიალის მასპინძლობისთვის ქრთამი აიღო
Aa
Aa

ფიფამ 2022 წლის მუნდიალის მასპინძლობისთვის ქრთამი აიღო

The Sunday Times-ის ცნობით პსჟ-ს პრეზიდენტმა ნასერ ალ ხელაიფმა ფიფას 100 მილიონი დოლარი ქრთამის სახით გადაუხადა. ნასერ ალ ხელაიფი ტელეკომპანია Al Jazeera-ს გენერალური მენეჯერია. ტელეკომპანიასა და მსოფლიო ფეხბურთის მმართველ ორგანოს, ფიფას შორის გაფორმებული კონტრაქტის მიხედვით თუ ფიფა 2022 წლის მსოფლიოს ჩემპიონატის მასპინძლობის უფლებას ყატარს გადასცემდა, 100 მილიონი დოლარის ოდენობის ბონუსს მიიღებდა.

Al Jazeerа-მ 2015-2022 წლებში ფიფას ეგიდით გასამართი ყველა ტურნირის, მათ შორის 2022 წლის მსოფლიო ჩემპიონატის ჩვენების უფლება საერთო ჯამში 300 მილიონ დოლარად შეიძინა, რაც შუა აღმოსავლეთისა და ჩრდილოეთ აფრიკის ქვეყნების ტერიტორიებზე გასამართ შეხვედრებს მოიცავდა. კონტრაქტში კიდევ ერთი პუნქტი ჩაიდო, რაც გულისხმობდა, რომ თუ ფიფა 2022 წლის ჩემპიონატის მასპინძლობის უფლებას ყატარს გადასცემდა, ფიფა 100 მილიონი დოლარის ოდენობის ბონუსს მიიღებდა.

კონტრაქტს ხელს არხის მარკეტინგის დირექტორი, ფიფა-ს პრეზიდენტი იოზეპ ბლატერი და გენერალური მდივანი ჟერომ ვალკი აწერენ. კონტრაქტი 2018 და 2020 წლების მსოფლიო ჩემპიონატების მასპინძელთა არჩევამდე 21 დღით ადრე გაფორმდა. The Sunday Times-ის ინფორმაციით, კონტრაქტში არსებული თანხები ხუთჯერ აღემატება ამ რეგიონთან დაკავშირებით წარსულში გაფორმებულ ტელეკონტრაქტებს.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები