Aa
Aa

ბენზემა: "სოლარის მხარს ვუჭერთ"

„აიაქსთან“ განცდილი სამარცხვინო მარცხის მატჩის შემდეგ „რეალმა“ საკუთარი თავი „ვალიადოლიდის“ წინააღმდეგ გამოისყიდა. „სამეფო კლუბმა“ სამი ქული დაისაკუთრა და მეტოქეს 4-1 სძლია. „ლოს ბლანკოსის“ წარმატებაში უდიდესი წვლილი კარიმ ბენზემამ შეიტანა, რომელმაც დუბლი შეასრულა.

მატჩისშემდგომ ინტერვიუში შეხვედრის გმირი მადრიდელთა სამომავლო გეგმებს შეეხო და გუნდის მთავარ მწვრთნელს მხარდაჭერა გამოუცხადა: „იმედი მაქვს სოლარი „რეალში“ სეზონის ბოლომდე დარჩება. სამწუხაროდ კლუბს მასთან გარკვეული პრობლემები აქვს, რომელთა განხილვა ახლა ნამდვილად არ მსურს“.

„ჩვენ სანტიაგოს მხარს ვუჭერთ და მის გვერდით ვდგავართ. სხვანაირად რომ ყოფილიყო „ვალიადოლიდთან“ ასე ნამდვილად არ ვითამაშებდით“.

„რა საჭიროა ახლა ცვლილებების გატარება? სეზონის დასრულებამდე 11 თამაშია დარჩენილი და ვიმეოდოვნებ იგი დაკავებულ პოსტს შეინარჩუნებს“.

ესპანელმა ჟურნალისტებმა ბენზემას კითხვა ჟოზე მოურინიოს შესახებაც დაუსვეს, რაზეც კარიმმა განაცხადა: „სამწუხაროდ ვერ გიპასუხებთ. ეს ყველაფერი გუნდის მესვეურების კომპეტენციაში შედის და გადაწყვეტილებმა მათ უნდა მიიღონ“.

ასევე იხილეთ - "მოემზადეთ „ქამბექისთვის“! - რონალდუ "იუვეს" ტიფოზებს მიმართავს

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები