Aa
Aa

"წინ რუსეთთან მატჩია და მასთან გამარჯვება ძალიან ბევრს ნიშნავს“ - მატჩის შემდეგ

ბორჯღალოსნებმა 2019 წლის რაგბი ევროპის ჩემპიონატი მის დასრულებამდე ერთი კვირით ადრე მოიგეს. მილთონ ჰეიგის შეგირდებმა მეოთხე რაუნდში გერმანიას ბონუსით, 52:3 სძლიეს და მდევრებისთვის მიუწვდომელი გახდნენ.

ჩვენი გუნდისთვის ეს ტურნირის არსებობის ისტორიაში მე-11 ტიტულია, მერვე უკანასკნელი 9 წლის განმავლობაში. თუმცა წინ კიდევ ერთი თამაშია, 17 მარტს კრასნოდარში რუსეთთან და ბორჯღალოსნები მე-8 სლემის (ყველა თამაშის მოგება) შესრულებას ეცდებიან.

ნამატჩევს გუნდის კაპიტანმა მერაბ შარიქაძემ განაცხადა, რომ ნაადრევი ჩემპიონობა არაფერს ცვლის:

„ჩემპიონები გავხდით, მაგრამ ეს არაფერს ცვლის, რადგან წინ რუსეთთან მატჩია და მასთან გამარჯვება ძალიან ბევრს ნიშნავს“.

მილთონ ჰეიგმა აღნიშნა, რომ მიუხედავად ასეთი სხვაობით გამარჯვებისა, ეპიზოდებით უკმაყოფილო დარჩა:

„როდესაც ვნახეთ, რომ რუსეთმა რუმინეთთან წააგო და ტურნირის დასრულებამდე ერთი ტურით ადრე ჩემპიონობის დაბევების შანსი გაგვიჩნდა, ამაზე ფიქრი დავიწყეთ და საბოლოოდ ასეც მოხდა. კარგი თამაში მოვიგეთ, მაგრამ სტატისტიკას რომ გადავხედოთ, ბურთის ფლობა და ტერიტორია ორივე ტაიმში 50-50% გვქონდა. ეს იმას ნიშნავს, რომ რაღაც მომენტებში ყველაფერს კარგად ვერ ვაკეთებდით, თუმცა იყო შესანიშნავი მომენტები და ლამაზი ლელოებიც გავიტანეთ“.

rugby.ge

ასევე იხილეთ - "ადვილ გზებს არ ვეძებთ" - რომან დოლიძე UFC-ში პირველ ბრძოლას რუსეთში გამართავს!

ცხელი ამბები