Aa
Aa

"გუარდიოლამ "იუვენტუსთან" სიტყვიერ შეთანხმებას მიაღწია" - დღის სენსაცია!

ბრიტანული Mirror-ი სენსაციურ ინფორმაციას ავრცელებს, რომლის თანახმადაც პეპ გუარდიოლას ტურინის "იუვენტუსთან" სიტყვიერი შეთანხმება უკვე მიღწეული აქვს და ესპანელი სპეციალისტი "ბებერ ქალბატონს" 4 წლით ჩაიბარებს.

იტალიელი ჟურნალისტი ლუიჯი გუელპა, რომელმაც კრიშტიანუ რონალდუს "იუვენტუსში" ტრანსფერის შესახებ ინფორმაცია პირველმა გაავრცელა, ამჯერად ასეთ რამეს ამბობს:

"მე გავიგე, რომ პეპ გუარდიოლამ სიტყვიერ შეთანხმებას უკვე მიაღწია და ის "იუვენტუსთან" 4 წლიან ხელშეკრულებას ითვალისწინებს. ეს ინფორმაცია გამანდო იმ ადამიანმა, რომელმაც თავის დროზე რონალდუს ტრანსფერის შესახებ მიამბო".

მასიმილიანო ალეგრის კონტრაქტი 2020 წელს უსრულდება და "იუვენტუსი" მის გახანგრძლივებას არ აპირებს.

"მედ მაქსმა" "იუვენტუსს" იტალიაში ყველაფერი მოაგებინა და თან ბევრჯერ, მაგრამ კლუბი ჩემპიონთა ლიგის მოგებას ითხოვს, რისთვისაც როგორც ჩანს რონალდუს შეძენა საკმარისი არ გამოდგა.

"იუვენტუსს" ახალი სისხლის სახით ახალი მთავარი მწვრთნელი სჭირდება და როგორც ჩანს, კლუბის მესვეურებს ასეთად პეპ გუარდიოლა მიაჩნიათ.

ჯერჯერობით ამ ინფორმაციის შესახებ არცერთი მხარის მხრიდან არანაირი კომენტარი არ გაკეთებულა.

ასევე იხილეთ - ფედერერი ბასილაშვილს აქებს: "მისმა ძალამ ჩემზე შთაბეჭდილება მოახდინა"

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები