Aa
Aa

ახალი "სან სირო" 2023 წელს

La Reppublica-ს ინფორმაციით, „მილანი“ და „ინტერი“ თავიანთი არენის, „სან სიროს“ დანგრევასა და მის ადგილას ახალი სტადიონის აშენებას გეგმავენ. მხარეები ერთმანეთთან მოლაპარაკებების დასკვნით დეტალებს ათანხმებენ.

„როსონერის“ გენერალური დირექტორი, ივან გაზიდისი და მისი ერთ-ერთი ასისტენტი ამერიკაში უკვე ჩავიდნენ, რათა იქ ინვესტორებს შეხვდნენ და სტადიონის პროექტის გარკვეულ ასპექტებზეც შეჯერდნენ.

როგორც ირკვევა, ახალი სტადიონის ტევადობა 60 000 იქნება, მშენებლობა 2023 წლისთვის დასრულდება. მიმდებარე ტერიტორიაზე დამატებით 5 000 კაციანი არენა და სავაჭრო კომპლექტიც აშენდება.

„მილანი“ და „ინტერი“ „სან სიროს“ 1947 წლიდან მოყოლებული ინაწილებენ. მას შემდეგ კი სტადიონს ნაწილობრივი რეკონსტრუქცია რამდენჯერმე ჩაუტარდა, მაგრამ ევროპულ სტადიონებს შორის, ის ერთ-ერთი ყველაზე ძველებური იერსახითაა წარმოდგენილი.

ასევე იხილეთ - ტრაგედია გაბონში! ფეხბურთელი საჰაერო ორთაბრძოლის შემდეგ დაეცა და გარდაიცვალა

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები