ბრწყინვალე დებიუტი! - ანანიძის გოლი სადებიუტო მატჩში
Aa
Aa

ბრწყინვალე დებიუტი! - ანანიძის გოლი სადებიუტო მატჩში

საქართველოს ეროვნული ნაკრების ფეხბურთელმა ჯანო ანანიძემ ''კრილია სოვეტოვში'' სადებიუტო მატჩისას მოსკოვის ''ლოკომოტივს'' გოლი გაუტანა. მე-19 წუთზე ალექსანდრ სამედოვის საგოლე გადაცემის შემდეგ ანანიძემ ზუსტი დარტყმით ანგარიში გახსნა. ანანიძე 62-ე წუთზე შეცვალეს.

 

23-ე წუთზე მოსკოვის ''ლოკომოტივმა'' ანგარიში გაათანაბრა. მასპინძელთა შორის სოლომონ კვერკველიამ სასტარტო შემადგენლობაში 90 წუთი ითმაშა, ხოლო მისი თანაგუნდელი ხვიჩა კვარაცხელია სათადარიგოთა შორის იმყოფებოდა და მისი დებიუტი არ შედგა. 55-ე წუთზე არბიტრმა კვერკველია გააფრთხილა.

მატჩი ფრედ 2:2 დასრულდა. 16-გუნდიან ჩემპიონატში მოქმედი ჩემპიონი ''ლოკომოტივი'' 29 ქულით მე-4 ადგილზეა, ხოლო ''კრილია სოვეტოვი'' 18 ქულით მე-13 პოზიციას იკავებს.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები