ESPN-ის ანალიტიკოსი:
Aa
Aa

ESPN-ის ანალიტიკოსი: "NBA-ს დრაფტისთვის ქართველი გოგა ბითაძე მომწონს"

ქართველი გულშემატკივარი მოუთმენლად ელის გოგა ბითაძის კარიერულ წინსვლას.

ყველას სურვილია, რომ ახალგაზრდა ქართველმა ცენტრამ კარიერა NBA-ში გააგრძელოს.

გოგას თამაშებს ხშირად ესწრებიან NBA-ს დამკვირვებლები, რაც შემთხვევითი არ გახლავთ და ეს ბითაძის ბრწყინვალე სეზონით არის გამოწვეული.

ESPN-ის კოლეჯების ცნობილი ანალიტიკოსი, საერთაშორისო დამკვირვებელი და კომენტატორი ფრენ ფრაშილა თავისი ტვიტერის გვერდზე აქვეყნებს პოსტს, სადაც ის ახალი ვარსკვლვების შესახებ საუბრობს და პირველ რიგში გოგა ბითაძეს ასახელებს.

"როდესაც სხვადასხვა ქვეყანაში ვმოგზაურობ მე ყოველთვის მეკითხებიან, თუ ვინ არის ყველზე პერსპექტიული არაამერიკელი ახლაგაზრდა NBA-ს დრაფტისთვის. წლევანდელ სეზონში ჩვენ არ გვყავს კიდევ ერთი ლუკა დონჩიჩი, მაგრამ მე მომწონს 18 წლის ქართველი გოგა ბითაძე.

ის ენერგიულია, ძლიერია სამწამიანშიც და პერიმეტრზე სამქულიანების სროლის დროსაც, მას გადაცემების შესრულებაც შეუძლია.

ის მალე გაიბრწყინებს".

ასევე იხილეთ - World Rugby-ის სიუჟეტი: 2 ქართველი სიაში - ნემსაძემ Top 5 რჩეული დაასახელა

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები