სიმეონე: ''ბოდიში ყველას, ვინც თავი შეურაცხყოფილად იგრძნო''
Aa
Aa

სიმეონე: ''ბოდიში ყველას, ვინც თავი შეურაცხყოფილად იგრძნო''

ჩემპიონთა ლიგის პირველ მერვედფინალურ შეხვედრაში მადრიდის ''ატლეტიკომ'' ტურინის ''იუვენტუსის'' კარში 2 უპასუხო გოლი გაიტანა. გამარჯვებით მოგვრილი სიხარული მადრიდელთა მთავარმა მწვრთნელმა დიეგო სიმეონემ ემოციურად და გამომწვევად აღნიშნა, რისთვისაც ''ვილიარეალთან'' მატჩისწინა პრესკონფერენციაზე ბოდიში მოიხადა.

სიმეონე: ''მსურს ნებისმიერ ბოდიში მოვუხადო, ვინც ჩემი ქმედებით შეურაცხყოფილი დარჩა. ემოციების გამოსახატავად ცუდი გზა ავირჩიე, მაგრამ ჩემი ეს ქმედება კონკრეტულად ''იუვენტუსისკენ'' მიმართული არ იყო, ანალოგიურად რომის ''ლაციოში'' ასპარეზობისას მოვიქეცი, როცა მეტოქე ''ბოლონია'' იყო.

ვაღიარებ, რომ ეს არ იყო კარგი ჟესტი, მაგრამ ეს მოხდა დაძაბულ შეხვედრაში. მესმის, რომ მსგავსი ფაქტები შესაძლოა მოხდეს ფეხბურთში.''

მადრიდის ''ატლეტიკოსა'' და ''ვილიარეალის'' დაპირისპირება 24 თებერვალს თბილისის დროით 19 საათსა და 15 წუთზე დაიწყება.

შეგახსენებთ, ჩემპიონთა ლიგაზე დიეგო სიმეონემ მეტოქის კარში გატანილი პირველი გოლისას ემოციები ვერ მოთოკა და უხამსი ჟესტი გააკეთა, რისთვისაც, შესაძლოა, ჯარიმა ან დისკვალიფიკაცია დაეკისროს. თუმცა ამან არგენტინელს ხასიათი ვერ გაუფუჭა, იგი კმაყოფილი იყო და კომენტარი ხსენებულ ეპიზოდზეც გააკეთა.

სიმეონე: „პირველ რიგში მინდა ვთქვა, რომ ჯერ არაფერი დასრულებულა. კიდევ ერთი მატჩი გვაქვს გასამართი, რომელიც ჩვენთვის მარტივი გასეირნება ნამდვილად არ იქნება. იუვენტუსი შესანიშნავი ფეხბურთელებით დაკომპლექტებული დიდებული გუნდია. რაც შეეხება ჩემს ჟესტს. სიმართლე ისაა რომ მე ყველაფერი ვიგრძენი. რადგან კოშტას და კოკეს თვენახევრის მანძილზე არ უთამაშიათ და ასეთ მატჩში ისინი ძირითად შემადგენლობაში დავაყენე. მსგავს გადაწყვეტილებას კვერცხები სჭირდება. მორატას გოლთან დაკავშირებით კი იმას ვიტყვი, რომ ვიდეო რეფერის არსებობა ყველა სიტუაციაში გეხმარება და მსაჯი მაქსიმალურად სწორ გადაწყვეტილებას იღებს. თუ იმის მართლა გჯერათ რომ კიელინი, 1,87 სანტიმეტრის სიმაღლის ადამიანი, გოლის მომენტში ბუნებრივად დაეცა, მაშინ სალაპარაკო არაფერი მაქვს. ჩემი ფეხბურთელების თამაშით კი კმაყოფილი ვარ, რადგან მათ იგრძნეს თუ რას ნიშნავს მადრიდის ატლეტიკო. ასე რომ ბედნიერი ვარ.“

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები