''ჩელსის'' სატრანსფერო დისკვალიფიკაცია
Aa
Aa

''ჩელსის'' სატრანსფერო დისკვალიფიკაცია

ლონდონის ''ჩელსი'' შემდეგი ორი სატრანსფერო ფანჯრისას ფეხბურთელების შეძენას ვერ შეძლებს. მსოფლიო ფეხბურთის მმართველმა ორგანონამ გადაწყვეტილება სამწლიანი გამოძიების შემდეგ მიიღო. ''არისტოკრატთა'' დისკვალიფიკაცია 12-ზე მეტი ფეხბურთელის ტრანსფერს უკავშირდება. მათ შორისაა ბერტრან ტრაორეს ტრანსფერი. ინფორმაციას გავლენიანი ბრიტანული ვებგვერდი Skysports-ი ავრცელებს. 

გარდა აღნიშნული დისკვალიფიკაციისა, ლონდონის ''ჩელსი'' 400 000 ფუნტი სტერლინგით დაჯარიმდა. ლონდონურმა კლუბმა ტრანსფერების განხორციელებისას ფიფას რეგულაცია დაარღვია. დარღვევების აღმოსაფხვრელად რომან აბრამოვიჩის გუნდს 90-დღიანი ვადა მიეცა.

 

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები