უნაი ემერიმ მესუთ იოზილი შეაქო
Aa
Aa

უნაი ემერიმ მესუთ იოზილი შეაქო

გუშინ ევროპა ლიგის 1/16 ფინალური ეტაპის განმეორებითი შეხვედრები გაიმართა. უნაი ემერის „არსენალმა“ საკუთარ მოედანზე „ბატეს“ უმასპინძლა და დამაჯერებელი გამარჯვება დაისაკუთრა.

„მეთოფეებმა“ პირველი მატჩი მინიმალური სხვაობით დათმეს, თუმცა ლონდონში ბრწყინვალედ იასპარეზეს და ბელარუსებს 3-0 სძლიეს. „არსენალმა“ ანგარიში მეოთხე წუთზე, ვოლკოვის ავტოგოლის წყალობით გახსნა, რასაც მუსტაფისა და სოკრატისის მიერ შეგდებული ბურთები მოჰყვა.

„მეთოფეების“ წარმატებაში დიდი წვლილი მესუთ იოზილმა შეიტანა. გერმანელმა ნახევარმცველმა მშვენივრად იასპარეზა და უნაი ემერისგან ქება დაიმსახურა.

„დღეს მესუთმა ის თამაში აჩვენა, რაც სურდა. „ბატესთან“ მატჩში იოზილი აღმატებული განწყობით გამოვიდა და თანაგუნდელებთან მშვენივრად კომბინირებდა. ვფიქრობ იგი ჩვენი წარმატების ერთ-ერთი განმაპირობებელი ფაქტორი იყო და საერთო ჯამში დადებითი შთაბეჭდილება დატოვა“.

იოზილის გამოსვლას „მეთოფეების“ გარემარბი, ალექს ივობიც, გამოეხმაურა და მესუთს მსოფლიო დონის ვარსკლავი უწოდა.

ევროპა ლიგაზე მოპოვებული გამარჯვების შემდეგ უნაი ემერის ბიჭები წარმატების მიღწევას პრემიერ ლიგაში შეეცდებიან. „მეთოფეები“ ჩემპიონთა ლიგის საგზურისთვის იბრძვიან და მომდევნო მატჩს საკუთარ მოედანზე, „საუთჰემპტონის“, წინააღმდეგ ჩაატარებენ.

ასევე იხილეთ - სკანდალი თურქეთში : "ცხინვალი"-ს 5 ფეხბურთელი დაკავებულია

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები