სკანდალი თურქეთში :
Aa
Aa

სკანდალი თურქეთში : "ცხინვალის'' 5 ფეხბურთელი დაკავებულია

ანტალიის ერთ-ერთ სავაჭრო ცენტრში, ქურდობაზე ეჭვმიტანილი 5 ქართველი ფეხბურთელი დააკავეს.

თურქული მედიის ინფორმაციით, ქართველი ფეხბურთელები ანტალიის სავაჭრო ცენტრში, სპორტული აქსესუარების მაღაზიაში შევიდნენ.

მაღაზიის დახურვის შემდეგ, კონსულტანტებმა აღმოაჩინეს, რომ მათ 9 ნივთი აკლდათ, რის შემდეგაც პოლიციას გამოუძახეს.

სამართალდამცავებმა, ადგილზე ვიდეოკამერები შეამოწმეს, სადაც დაფიქსირებული იყო ავტომობილი, რომლითაც ქართველი ფეხბურთელები ბელეკიდან ანტალიაში გადაადგილდნენ და სწორედ ავტომანქანის ნომრების წყალობით შეძლეს ეჭვმიტანილების დაკავება.  

თურქული გამოცემა იუწყება, რომ ხუთივე ფეხბურთელი გიორგი ბ.; კახა კ.; პაპუნა მ.; დათა ს.დაგურამ მ. სასტუმროში აიყვანეს.

 “ცხინვალის'' საფეხბურთო გუნდი ეროვნულ ლიგა 2-ში ასპარეზობს.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები