პარუნაშვილის გოლი საუკეთესოთა ნომინაციაში
Aa
Aa

პარუნაშვილის გოლი საუკეთესოთა ნომინაციაში

დანიის ფეხბურთის ასოციაციის ოფიციალურ ვებგვერდზე 2018 წლის დანიის საუკეთესო გოლის გამოსავლენად გამოკითხვა მიმდინარეობს. შერჩეულ ხუთ საუკეთესო გოლს შორის ''ესბიერგის'' ქართველი ნახევარმცველის, ლაშა პარუნაშვილის გოლიც მოხვდა, რომელიც მან ბრწყინვალე დარტყმით ''მიდტიულანდს'' გაუტანა (გამოკითხვა).

 

ლაშა პარუნაშვილი 2017 წლის ზამთრიდან მოყოლებული ''ესბიერგის'' ღირსებას იცავს. დანიის სუპერლიგის სადებიუტო სეზონში პარუნაშვილი გუნდთან ერთად ელიტარულ ლიგას დაემშვიდობა, თუმცა მიმდინარე სეზონში სუპერლიგაში აღზევდა. 2018-19 წლების სეზონის დანიის სუპერლიგაში პარუნაშვილმა 19 მატჩი ჩაატარა, 2 გოლი შეაგდო და 1 საგოლე გადაცემა შეასრულა.

25 წლის ფეხბურთელს ასევე უთამაშია რუსთავის ''მეტალურგში,'' ბოლნისის ''სიონში,'' თბილისის ''დინამოსა'' და ''ცხინვალში.'' მან საქართველოს ყველა ასაკობრივ ნაკრებში ითამაშა, ეროვნულ გუნდში კი მხოლოდ 1 მატჩი ჩაატარა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები