თბილისის ''დინამო'' ორი უცხოელი წყალბურთელით გაძლიერდა
Aa
Aa

თბილისის ''დინამო'' ორი უცხოელი წყალბურთელით გაძლიერდა

თბილისის ''დინამო'' ორი უცხოელი წყალბურთელით გაძლიერდა.  ქართულ კლუბში იტალიელი ფაბიო ბარალდი და სერბი ბორის ვაპენსკი იასპარეზებენ.

ბალკანელმა სპორტსმენმა 2010 წელს სერბეთის ნაკრებთან ერთად ევროპის ჩემპიონატზე მესამე ადგილი დაიკავა. ვაპენსკიმ ''ცრვენა ზვეზდასთან'' ერთად სერბეთის ჩემპიონატი, სერბეთის თასი, ევროლიგა და ევროპის სუპერთასი მოიგო. ვაპენსკი მსოფლიოს თასის გამარჯვებულია.

რაც შეეხება იტალიელს, 2014 წლის ევროპის ჩემპიონატზე იასპარეზა და მესამე ადგილი დაიკავა, 2011 წელს კი მსოფლიო ლიგის გათამაშებაში ბრინჯაოს მედალი მოიპოვა.

გარდა იმისა, რომ ქართული კლუბის ღირსებას დაიცავენ, მათ საქართველოს მოქალაქეობა მიენიჭათ და ეროვნული გუნდის კანდიდატებად ითვლებიან, თუმცა ნაკრებში თამაშის უფლებას FINA-სგან თანხმობის შემდეგ მიიღებენ.

ცხელი ამბები