Aa
Aa

სერხიო რამოსის მეექვსასე

„აიაქსის“ წინააღმდეგ ჩემპიონთა ლიგის მერვედფინალური მატჩი სერხიო რამოსისთვის განსაკუთრებული გამოდგა. ესპანელმა უკანახაზელმა ისტორიული შედეგი დააფიქსირა და „მადრიდის რეალის“ მაისური მეექვსასედ მოირგო.

„სამეფო კლუბის“ რიგებში რამოსზე მეტი შეხვედრა მხოლოდ ფერნანდო იეროს, პაკო ხენტოს, სანტილიანას, მანუელ სანჩისს, იკერ კასილიასს და რაულს აქვთ გამართული.

32 წლის მცველმა „სანტიაგო ბერნაბეუს“ მკვიდრებთან ერთად 395 გამარჯვება მოიპოვა, 108-ჯერ დამარცხდა და 97-ჯერ ფრეს დასჯერდა.

სერხიოსთვის ყველაზე ნაცნობი მეტოქე „კატალონიის ბარსელონაა“. „ელ კლასიკოში“ მან მონაწილეობა 40-ჯერ მიიღო და ამ კატეგორიაში მოქმედ ფეხბურთელთა შორის პირველ ადგილს იკავებს.

ასევე იხილეთ - შენგელია როგორც ჯონ სნოუ - "ბასკონიას" ორიგინალური ვიდეო

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები