Aa
Aa

"კარდიფის" პრეზიდენტმა პილოტის სამძებრო სამუშაოებისთვის 50 000 ფუნტი გადარიცხა

უელსური „კარდიფის“ პრეზიდენტმა, ვენსან ტანმა ემილიანო სალას პილოტის, დევიდ იბოტსონის სამძებრო სამუშაოებისთვის 50 ათასი ფუნტი გაიღო. კარდიფელთა პრეზიდენტმა აღნიშნული თანხა საერთო ანგარიშზე გუშინ გადარიცხა.

კარდიფ სიტი“ ავიაკატასტროფის გამომწვევი მიზეზების გამოსაძიებლად მუშაობას გააგრძელებს. უნდა გაირკვეს, რატომ მოხდა ეს ტრაგედია, ჩვენი მისია კი ამ ყველაფერში ოჯახის დახმარებაა. ჩვენ მათ შევთავაზეთ, რომ ოჯახის წევრებისა და სალას ცხედრის არგენტინაში ტრანსპორტირებას უზრუნველვყოფდით.

მიუხედავად იმისა, სად იქნება, ემილიანოს სული ყოველთვის ჩვენს გულებში იქნება. თითოეული ჩვენგანი უდიდეს დანაკარგს განვიცდით, თუმცა ყველაზე მეტად ახლა მის ოჯახს უჭირს“. - აცხადებს უელსელთა პრეზიდენტი.

21 იანვარს რადარებიდან გამქრალი თვითმფრინავის პილოტის, ისევე როგორც სალას, ოფიციალური სამძებრო სამუშაოები კატასტროფიდან 4 დღეში შეწყდა, კერძო ძიების დასაწყებად კი 300 ათასი ფუნტია საჭირო.

ემილიანო სალას ცხედარს გასულ კვირას კერძო ძიების შედეგად მიაკვლიეს, პილოტის სამძებრო სამუშაოები კი ამ დრომდე შეჩერებულია. კერძო ძიების დასაწყებად თანხის შეგროვება გრძელდება და გუშინდელი მონაცემებით, იბოტსონის ოჯახის სპეციალურ ანგარიშზე დაახლოებით 230 ათასი ფუნტია.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები