ლიპარტელიანი გამარჯვების შემდეგ ქევხიშვილს გადაეხვია
Aa
Aa

ლიპარტელიანი გამარჯვების შემდეგ ქევხიშვილს გადაეხვია

პარიზის „გრანდ სლემი“ ლიპარტელიანის ჩემპიონობის გარდა, სხვა რამითაც გამოირჩა.

მიმიდინარე ტურნირის ნახევარფინალში ნაკრების კაპიტანმა მსოფლიო ჩემპიონი გუამ ჩო იპონით დაამარცხა . გამარჯვების შემდეგ ვარლამ ლიპარტელიანი ძიუდოს ყოფილ პრეზიდენტს დავით ქევხიშვილს გადაეხვია.

 

შეგახსენებთ , რომ ძიუდოისტი 2018 წელს პრეზიდენტის მუშაობას აპროტესტებდა და სხვა სპორტსმენებთან ერთად აქციებს მართავდა. რის შემდეგაც ქევხიშვილმა თანამდებობა დატოვა.

გასულ კვირას კი გავრცელდა ინფორმაცია, რომ მხარეები საქართველოს კათოლიკოს პატრიარქმა შეარიგა

ცხელი ამბები