ინგლისის ნაკრები 6 ერს 10 ქულით ლიდერობს
Aa
Aa

ინგლისის ნაკრები 6 ერს 10 ქულით ლიდერობს

6 ერის მეორე ტურის ცენტრალური შეხვედრა ლონდონში გაიმართა. ტვიკენემის სახელობის სტადიონზე ინგლისის ნაკრებმა საფრანგეთს უმასპინძლა. მასპინძლებმა „მამლებს“ 6 ლელო დაუდეს და ბონუს ქულა მოიპოვეს. შეხვედრის საუკეთესო მოთამაშე ჯონი მეი გახდა, რომელმაც მატჩში 3 ლელოს დადება შეძლო. ინგლისს 10 ქულა აქვს და 6 ერს ერთპიროვნულად ლიდერობს.

 

გათამაშება კი შოტლანდია უელსის მატჩით გაიხსნა. სტუმრებმა მეტოქეს დაძაბულ ბრძოლაში ანგარიშით 22:13 მოუგეს. ირლანდიელებმა „სკოტებს“ სამი ლელო დაუდეს. მატჩის საუკეთსო მორაგბე პიტერ ო’მაჰონი გახდა. 2 ტურის შემდეგ „სამყურებს“ 4 ქულა აქვთ და მე-4 ადგილზე იმყოფებიან. შოტლანდიელები ირლანდიას ერთი ქულით უსწრებენ და მესამე ადგილზე არიან.

 

ჩემპიონატის მესამე შეხვედრა რომის ოლიმპიურ სტადიონზე გაიმართა, სადაც იტალიის ეროვნულმა ნაკრებმა უელსს უმასპინძლა. დაძაბული შეხვედრა ბრიტანელების გამარჯვებით ანგარიშით 26:15 დასრულდა. შეხვედრის მიმდინარეობის დროს ორივე ნაკრებმა ორ-ორი ლელოს დადება შეძლო. მატჩის საუკეთესო მოთამაშედ ჯოშ ნევიდი დაასახელეს. უელსს ორ მატჩში ორი მოგება აქვს და ამ დროისთვის მე-2 ადგილზეა. ისინი პირველ ადგილზე მყოფ ინგლისს 2 ქულით ჩამორჩებიან.

 

მომდევნო ტურში საფრანგეთი შოტლანდიას უმასპინძლებს. იტალიას ირლანდია ესტუმრება და უელსი ინგლისს მიიღებს.

ცხელი ამბები