Aa
Aa

ზაგრების გრან-პრი: 1 ოქროსა და 2 ბრინჯაოს შანსი

ზაგრების გრან-პრიმ ბერძნულ-რომაულ ჭიდაობაში სტარტი აიღო. ტურნირზე ქართველი მოჭიდავე რამაზ ზოიძე შესანიშნავად გამოდის. მან 72 კგ. წონით კატეგორიაში სამი მეტოქე დაამარცხა და ფინალში ასპარეზობის უფლება მოიპოვა.

ზოიძემ პირველ ეტაპზე ნორვეგიელი იორგენსენი 13:6 დაამარცხა, შემდეგ კი სერბ მათე ნემესს სძლია 10:4. ნახევარფინალში ზოიძემ პოლონელ ბერტანეკს 11:2 მოუგო. ზოიძე ფინალში უნგრელ ატილა ფრიცს შეხვდება.

ზაგრების გრან-პრიზე ბრინჯაოს მედლის მოპოვებისთვის აივენგო რიკაძემ (82 კგ) და ირაკლი ძიმისტარიშვილი (63 კგ.) იბრძოლებენ, თუმცა რიკაძემ შესაძლოა ტრავმის გამო ბრძოლაზე უარი განაცხადოს.

ცხელი ამბები