„ჩელსი“ სენსაციურ ტრანსფერს ამზადებს!
Aa
Aa

„ჩელსი“ სენსაციურ ტრანსფერს ამზადებს!

ცოტა ხნის წინ, ბრიტანულმა გამოცემა „Mirror“-მა საკმაოდ საინტერესო და სენსაციური ინფორმაცია გაავრცელა. საქმე ეხება „ნაპოლის“ თავდამსხმელ გონსალო იგუაინს, რომლის შეძენაც ლონდონის „ჩელსის“ აქვს გადაწყვეტილი.

როგორც აღნიშნული წყარო იუწყება, დიეგო კოშტას მომავალი „არისტოკრატებში“ გაურკვეველია, თუმცა იმ შემთხვევაშიც კი, თუ ესპანელი თავდამსხმელი აბრამოვიჩის გუნდში დარჩა, „ჩელსი“ იგუაინის დამატებას ნებისმიერ შემთხვევაში ეცდება. კონკრეტულად რა თანხის შეთავაზებას აპირებს ლონდონური კლუბი „ნაპოლისთვის“ ჯერ-ჯერობით უცნობია, თუმცა თავად ნეაპოლური კლუბის პრეზიდენტმა, აურელიო დე ლაურენტისმა რამდენიმე კვირის წინ განაცხადა, რომ იგუაინის ფასი 100 მილიონია! რაც 28 წლის არგენტინელი თავდამსხმელისთვის ასტრონომიული თანხაა.

შეგახსენებთ, რომ იგუაინის დამატებას „ჩელსი“ მიმდინარე ზამთრის სატრანსფერო პერიოდის დროსაც გეგმავდა, თუმცა ფეხბურთელის ზედმეტად მაღალი სატრანსფერო ფასის გამო მოლაპარაკებები ჩაიშალა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები