გუარდიოლა:
Aa
Aa

გუარდიოლა: "ჯერ არაფერი დასრულებულა"

პრემიერ ლიგის 24-ე ტურში პეპ გუარდიოლას „მანჩესტერ სიტიმ“ სენსაციური მარცხი განიცადა. „ქალაქელები“ სტუმრად „ნიუკასლს“ დაუპირისპირდნენ და მნიშვნელოვანი ქულები გაანიავეს.

ესპანელი სპეციალისტის კოლექტივი პირველივე წუთზე აგუერომ დააწინაურა, „კაჭკაჭებმა“ რონდონის გოლით გაათანაბრეს, შემდეგ კი რიჩის პენალტის წყალობით წინ გაიჭრნენ და აქტივში სამი ქულა ჩაიწერეს.

მიუხედავად დაკარგული ქულებისა პეპ გუარდიოლა საჩემპიონო ბრძოლაში ფარ-ხმალის დაყრას არ აპირებს და აცხადებს: „ლივერპულთან“ სხვაობის შემცირების კარგი შანსი გვქონდა, მაგრამ ვერ გამოვიყენეთ. ზოგჯერ ყველაფერი შენს სასიკეთოდ მიდის, ზოგჯერ არა. უკანასკნელი რვა შეხვედრა მოვიგეთ და 30 გოლი გავიტანეთ, თუმცა დღეს არაფერი გამოგვივიდა. მიუხედავად წარუმატებლობისა დანებებას არ ვაპირებთ. ჯერ არაფერი დასრულებულა! ახლა იანვარია და წინ ბევრი მატჩი გველის“.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები