სარი:
Aa
Aa

სარი: "თუ აზარს გუნდის დატოვება სურს, უნდა წავიდეს"

„ჩელსის“ 28 წლის სუპერვარსკლავის, ედენ აზარის, ლონდონური მომავალი დიდი კითხვის ნიშნის ქვეშ დგას. „არისტოკრატები“ ბელგიელ ფეხბურთელთან კონტრაქტის გახანგრძლივების თაობაზე მოლაპარაკებებს დიდი ხანია აწარმოებენ, თუმცა მიზანს ვერა და ვერ მიაღწიეს.

გავრცელებული ინფორმაციით აზარს კარიერის „მადრიდის რეალში“ გაგრძელება სურს. ედენის გადაბირებით სამეფო კლუბიც დაინტერესებულია და მზადაა მის სანაცვლოდ დიდი ფინანსური რესურსი გაიღოს.

დღეს ლონდონელთა დამრიგებელმა, მაურიციო სარიმ, პრესკონფერენცია გამართა და აზარის გარშემო ატეხილი აჟიოტაჟის შესახებაც ისაუბრა: „ედენი 28 წლისაა. თუ აზარს გუნდის დატოვება სურს, უნდა წავიდეს. რა თქმა უნდა იმედი მაქვს ყველაფერი რადიკალურად განსხვავებული სცენარით განვითარდება და იგი „სტემფორდ ბრიჯზე“ დარჩება. ედენი უმაღლესი დონის მოთამაშეა და შეუძლია ევროპის საუკეთესო ფეხბურთელად იქცეს“.

„ჩელსი“ წლევანდელი სეზონში ჩემპიონთა ლიგის საგზურისთვის იბრძვის. „არისტოკრატები“ სატურნირო ცხრილის მეოთხე ადგილს იკავებენ და დღეს სტუმრად „ბორნმუთს“ დაუპირისპირდებიან.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები