პოლ პოგბას საოცნებო კლუბი. ამას ვერავინ წარმოიდგენდა!
Aa
Aa

პოლ პოგბას საოცნებო კლუბი. ამას ვერავინ წარმოიდგენდა!

დღეს ტურინის "იუვენტუსის" ნახევარმცველის, პოლ პოგბას უფროსმა ძმამ ჟურნალისტებთან საკმაოდ საინტერესო განცხადება გააკეთა. ფლორენტინ პოგბამ აღიარა, რომ ბავშვობაში ის "მანჩესტერ იუნაიტედს" გულშემატკივრობდა, ხოლო პოლი მისი მოსისხლე მტრის, "არსენალის" ქომაგი იყო.

"როდესაც პატარები ვიყვით, მე "მანჩესტერ იუნაიტედს" ვგულშემატკივრობდი, პოლის ოცნებას კი ყოველთვის ლონდონის "არსენალში" თამაში წარმოადგენდა. მას შემდეგ, რაც 2012 წელს "მანჩესტერი" დატოვა, მას ძალიან სურდა "მეთოფეთა" რიგებში ჩარიცხვა, თუმცა გარკვეული მიზეზები გამო, აღნიშნული ტრანსფერი არ შედგა" - განაცხადა პოლ პოგბას ძმამ.

შეგახსენებთ, რომ ზაფხულში პოგბას შეძენა "მანჩესტერ სიტის" აქვს გადაწყვეტილი, თუმცა არ არის გამორიცხული, რომ საქმეში ლონდონის "არსენალიც" ჩაერთოს. ფეხბურთელის სურვილმა კი, შესაძლოა "მეთოფეთა" წისქვილზე დაასხას წყალი.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები