მოჭიდავეები ევროპის ჩემპიონატისთვის მზადებას იწყებენ
Aa
Aa

მოჭიდავეები ევროპის ჩემპიონატისთვის მზადებას იწყებენ

1-3 თებერვალს საფრანგეთის ქალაქ ნიცაში ანრი დეგლანის სახელობის საერთაშორისო გრან-პრი გაიმართება.

გასამართ ტურნირზე საქართველოს თავისუფალი სტილით ნაკრები ევროპის ჩემპიონატისათვის მზადებას დაიწყებს.

კონტინენტის პირველობას 8-14 აპრილს რუმინეთის დედაქალაქი ბუქარესტი უმასპინძლებს.

საქართველოს ნაკრები ნიცაში კი ამ შემადგენლობით გაემგზავრება:

57 კგ - ოთარ გოგავა, ლაშა ლომთაძე, ბექა ბუჯიაშვილი.
61
კგ - ბექა ლომთაძე
65
კგ - ლადო ხინჩეგაშვილი
70
კგ - ზურაბ იაკობიშვილი
74
კგ - ზურაბ ერბოწონაშვილი
79
კგ - ნიკა კენჭაძე, დავით ხუციშვილი.
86
კგ - სანდრო ამინაშვილი, ტარზან მაისურაძე.
97
კგ - მამუკა კორძაია
125
კგ - როლანდ ანდრიაძე

 

ცხელი ამბები