ჯანფრანკო ძოლას ღირსეული საქციელი
Aa
Aa

ჯანფრანკო ძოლას ღირსეული საქციელი

„ლონდონის ჩელსის“ ყოფილი ფეხბურთელი, ჯანფრანკო ძოლა, „არისტოკრატების“ გულშემატკივრებს ძალიან უყვართ. ლეგენდარული იტალიელი ამჟამად „ლურჯების“ სამწვრთნელო შტაბში მუშაობს და მაურიციო სარის ასისტენტია.

ძოლამ საფეხბურთო კარიერის მანძილზე კლუბის ქომაგების სიმპათიების დამსახურება უამრავჯერ მოახერხა და რა უცნაურადაც არ უნდა ჟღერდეს, გამონაკლისი არც გუშინდელი შეხვედრა ყოფილა.

მოგეხსენებათ „ჩელსისა“ და „ტოტენჰემის“ წყვილს შორის გამარჯვებულის ვინაობა თერთმეტმეტრიანების სერიაში გაირკვა. საფეხბურთო ლატარეას „ლურჯების“ ბანაკის თითოეული წევრი ფეხზე წამომდგარი უყურებდა, რის გამოც საწყის რიგებში მსხდომი მაყურებლები ვერაფერს ხედავდნენ.

ძოლამ ეს ყველაფერი შეამჩნია, „არისტოკრატების“ მოთამაშეებთან და სამწვრთნელო შტაბთან მივიდა და მათ მოედანზე დასხდომა მოსთხოვა. ძოლას ჟესტს „ლურჯების“ ქომაგთა ყიჟინა მოჰყვა.

შეგახსენებთ, რომ „ჩელსი“ თერთმეტმეტრიანების სერიაში 4-2 იმარჯვა და ფინალში პეპ გუარდიოლას „მანჩესტერ სიტის“ დაუპირისპირდება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები