თითქმის უბრძოლველად 1/2 ფინალში - ჯოკოვიჩი პუიეს შეხვდება
Aa
Aa

თითქმის უბრძოლველად 1/2 ფინალში - ჯოკოვიჩი პუიეს შეხვდება

ნოვაკ ჯოკოვიჩმა ავსტრალიის ღია პირველობის 1/4 ფინალურ შეხვედრაში პრაქტიკულად უბრძოლველად კეი ნიშიკორი დაამარცხა, რომელიც ტრავმამ შეაწუხა და მატჩი დროზე ადრე შეწყვიტა.

მსოფლიოს პირველი ჩოგანი 6:1; 4:1-ს იგებდა, როცა იაპონელმა თამაშის გაგრძელებაზე უარი განაცხადა. ჯოკოვიჩი AUS OPEN-ის 6 გზის გამარჯვებულია, წლევანდელ 1/2 ფინალში კი ფრანგ ლუკა პუილეს შეხვდება.

პუილემ სენსაცია შემოგვთავაზა და მატჩის ფავორიტად შერაცხულ მილოშ რაონიჩს 4 სეტში მოუგო. კანადელმა თამაში ბრეიკით დაიწყო და სეტზეც აწვდიდა, თუმცა შანსი ვერ გამოიყენა და პუილეს წინ გაჭრის საშუალება მისცა.

საბოლოოდ, ფრანგმა თავდაჯერება იგრძნო და შესანიშნავ ფორმაში მყოფ მეტოქეს სერიოზული პრობლემები შეუქმნა, იგი რაონიჩს თავისუფლად თამაშის საშუალებას არ აძლევდა - 7:6; 6:3; 6:7; 6:4.

24 წლის პუილე დიდი სლემის ტურნირის 1/2 ფინალურ სტადიაზე კარიერაში პირველად გავიდა. მისი და ნოვაკ ჯოკოვიჩის მატჩი ზეგ გამთენიისას ჩატარდება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები