42 რუს სპორტსმენს დაბრუნების უფლება დართეს, მაგრამ...
მძლეოსნობის ფედერაციათა საერთაშორისო ასოციაციამ 42 რუს სპორტსმენს წელს გასამართ ტურნირებში მონაწილეობის ნება დართო, თუმცა ისინი რუსეთის სახელით ვერ იასპარეზებენ და ნეიტრალური დროშის ქვეშ გამოსვლა მოუწევთ.
შეგახსენებთ, რომ მსოფლიო მძლეოსნობის მმართველმა ორგანომ სახელმწიფოს მიერ დაფინანსებული სადოპინგო პოლიტიკასთან დაკავშირებული სკანდალის გამო რუსეთს დისკვალიფიკაცია 2015 წელს მისცა. ეს აკრძალვა დღემდე ძალაშია.
ასოციაციის წარმომადგენლების განცხადებით 42-ივე სპორტსმენმა ყველა საჭირო კრიტერიუმი დააკმაყოფილა და მიღებული გადაწყვეტილება სწორედ ამან განაპირობა. მათ შორის მსოფლიოს ორგზის ჩემპიონი მარია ლასიცკენე და სერგეი შუბენკოვი არიან.
მძლეოსნობაში მსოფლიოს რიგით მე-17 ჩემპიონატი მიმდინარე წლის 27 სექტემბრიდან 6 ოქტომბრამდე ყატარის დედაქალაქ დოჰაში გაიმართება.