რატომ არ შედგა კვერკველიას ტრანსფერი ''ლესტერში'' ?
Aa
Aa

რატომ არ შედგა კვერკველიას ტრანსფერი ''ლესტერში'' ?

მოსკოვის ''ლოკომოტივის'' ყოფილმა გენერალურმა დირექტორმა ილია გერკუსმა სოლომონ კვერკველიას არშემდგარ ტრანსფერზე ისაუბრა. 

გერკუსი sport-express.ru-ს ესაუბრა.

''გასულ ზაფხულში სატრანსფერო ფანჯრისას 50 მილიონის გამომუშავება შეგვეძლო, თუმცა ჩემპიონი გუნდისთვის შემადგენლობის შენარჩუნება გადაწყდა, რადგან ჩემპიონთა ლიგაზე უნდა გვეთამაშა.

კვერკველიას თაობაზე 15-მილიონიანი წინადადება მივიღეთ, თუმცა მთავარი მწვრთნელი იური სიომინი ფეხბურთელის გაყიდვის წინააღმდეგი იყო. რას ვიზამდით? ჩემპიონთა ლიგაზე ყველა წარუმატებლობა კვერკველიას ტრანსფერთან ასოცირებული იქნებოდა. აქედან გამომდინარე სოლომონი გუნდში დარჩა.''

გერკუსმა რუსეთის მოქმედი ჩემპიონი 2018 წლის დეკემბერში დატოვა.

შეგახსენებთ, 2017-18 წლების სეზონში მოსკოვის ''ლოკომოტივი'' რუსეთის პრემიერლიგის გამარჯვებული გახდა. 2018 წლის ზაფხულში კვერკველიას შეძენა ინგლისურ ''ლესტერს'' სურდა. დიდი ალბათობით გერკუსი დაინტერესებულ კლუბში სწორედ ბრიტანულ გუნდს გულისხმობდა.

ჩემპიონთა ლიგის 2018-19 წლების სეზონში მოსკოვის ''ლოკომოტივმა'' D ჯგუფში მეოთხე ადგილი დაიკავა. რუსული გუნდი ''შალკეს,'' ''პორტუსა'' და ''გალათასარაის'' ჩამორჩა. 26 წლის ქართველმა ცენტრალურმა მცველმა 5 მატჩში მიიღო მონაწილეობა. პორტუგალიურ კლუბთან საშინაო შეხვედრაში კვერკველიამ წითელი ბარათი მიიღო და სწორედ ამიტომ 1 შეხვედრა გამოტოვა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები